„ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი, თათა გიორგობიანი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ახალ სეზონში გამოჩენა.
როგორც თავად ამბობს, პირდაპირ ეთერში ცეკვა ძალიან დიდი სტრესია.
„ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი შიშებისა და კომპლექსების გადასალახად ვაკეთებ.
როგორ ჩემი საყვარელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი იტყოდა, ყველაზე მეტად რისიც გეშინია, სწორედ, მას უნდა შეეჭიდო იმისთვის, რომ ეს შიში დაამარცხო.
მეც ავდექი და პირდაპირ შუბლით შევასკდი ჩემს შიშებს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან განმავითარებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. ძალიან დიდი სტრესია პირდაპირ ეთერში ცეკვა.
ერთი პატარა წაბორძიკება, ერთი არასწორი მოძრაობაც კი აისახება შენს შეფასებაზე. ახალი ზედმეტსახელიც მაქვს „საღი ვაშლი“, – ასე მიწოდა გოჩა ჩერტკოევმა.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: