Digest Logo

ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი ორსულადაა - როგორ ცხოვრობს ლიზა და ვინ არის მისი რჩეული

1613468135
ბადრი პატარკაციშვილი

ლიზა მაღრაძე, რომელიც ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია პროფესიით მსახიობია, მან თეატრალურ უნივერსიტეტში თემურ ჩხეიძის ჯგუფი დაამთავრა, თუმცა საკუთარი პროფესიით ჯერ არ უმუშავია.

 

ლიზა სოციალურ ქსელში ყოველთვის თამამ და სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს, რითაც მიმდევრების გულს უფრო მეტად იპყრობს.


ლიზა ორსულად არის მისი რჩეული გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.




წყვილს ქორწილი ჯერ არ გადაუხდია, თუმცა ერთად ცხოვრობენ და პატარას მოლოდინში არიან.



ლიზა ათი წლის იყო, როცა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბაბუის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. ბადრი პატარკაციშვილი მუდმივად ცდილობდა, თავისუფალი დრო ლიზასთან გაეტარებინა და მას ყველა ოცნებას უსრულებდა.

„იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით. მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი. მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა“- ამბობს ლიზი ერთ-ერთ ინტერვიუში.



„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბაბუა ძალიან მაგარი ადამიანი იყო და საოცარი ოჯახი მყავს, მინდა ვიყო: არა ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი – ლიზა მაღრაძე, არამედ ლიზა მაღრაძე, რომლის ბაბუაც იყო ბადრი პატარკაციშვილი. ეს არის ჩემი მიზანი. ნამდვილად გამიგია ასეთი კომენტარებიც: ბადრის შვილიშვილია და ამიტომო, მაგრამ ეს არ მიკვირს. ლოგიკურად მიმაჩნია“- ამბობდა ლიზი ერთ-ერთ ინერვიუში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე

„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე

მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

თამარ გვერდწითელის ოთხი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული