Digest Logo

🎥 „ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება“ – ირაკლი მაქაცარიას ემოციური წერილი

1789029728
ირაკლი მაქაცარია

ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ გადაცემა „პრაიმ-შოუში“ წაიკითხა ემოციური წერილი წარსული საკუთარი თავისთვის, 20 წლის ირაკლისთვის, რომელიც ისევე როგორც მისთვის, ასევე გადაცემის წამყავნებისთვისაც ემოციური აღმოჩნდა. 

„ისწავლე მოსმენა, ისწავლე მშვიდად პასუხის გაცემა, გთხოვ... თუნდაც არ ეთანხმებოდე... არა იმიტომ, რომ დედა ყოველთვის მართალია, არამედ იმიტომ, რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია დედაზე მეტად უნდოდეს შენთვის კარგი.

ერთი წამიერი სიმშვიდე შენი მხრიდან შენთვის არაფერია, მისთვის კი ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, დღესაც ვერ გაპატიე მრავალი უაზრო იმპულსურობა და შენი უხეშობა... არ გადადო, მალე მოვა დღე, რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დანაკარგად დარჩება... რაც შეიძლება, მეტი დრო გაატარე შენს საყვარელ ბებიასთან, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც ყოველთვის შენი ლოცვების მეგზურია...

დროის ფასს ვხვდებით მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით, რომ ის ამოწურვადია. ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ერთი ჩაი, ერთი საუბარი, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება.

დღეს 41 წლის ასაკში ერთ-ერთ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხარ, რაც კი ოდესმე გქონია. გაგიკვირდება და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ყოველდღიურობაა.

დაიმახსოვრე, ჯანმრთელობა არის საბანკო ანგარიშივით, საიდანაც უკვე 20 წლის ასაკიდან სესხულობ და 41 წლის ასაკში გაქვს ან კაპიტალი ან ვალი. ახლა შენ დარწმუნებული ხარ, რომ ყველა შენს ირგვლივ შენი საუკეთესო მეგობარია და მთელი ცხოვრება ერთად იქნებით. 21 წელი გავა და ამ წრიდან, ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები დაგრჩება, დანარჩენები კი გაქრებიან. არა იმიტომ, რომ ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ დრო ყველაზე გულწრფელი ფილტრია, რომელიც არსებობს. დაიმახსოვრე, მეგობრებს ირჩევ შენ, მაგრამ საუკეთესოებს გიტოვებს დრო.

დღეს ბევრი ისეთი რამ გითხარი, რაც აქამდე შენზე არავინ იცოდა და ალბათ, არც წარმოედგინა, მაგრამ გულწრფელობა ნდობის პირველი ნაბიჯია და მინდა ეს ტვირთი მოვიხსნა ახლა.

მაგრამ მთელი სიამოვნება წინ გელის, რადგან ჯერ არ იცი, რამდენად შეყვარებული ხარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და გულწრფელ ლიზაზე. შენს ერთადერთ და განუმეორებელ პრინცესაზე. გყავს შენი იმედი გიო, უცელქესი და უტკბილესი ნინა და უსათუთესი ქეთუთა. შენი ცხოვრების აზრები, ასე რომ, რაც უნდა ბევრი შეცდომა დაგეშვა ამ 41 წლის მანძილზე, იცოდე, რომ ღმერთმა მაინც სწორ ადგილას მიგიყვანა“, - ამბობს ირაკლი მაქაცარია. 

ნახეთ ვიდეო; 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕10 სექტემბრის გზავნილი - „გაბედე და დიდი სურვილები ჩაიფიქრე“

⭕„ბევრი უცნაური ამბავი შეიძლება მოხდეს...“ - 14 სექტემბრიდან ურანი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს: ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი