მომღერალი ნინი ბადურაშვილი „მადის აღმძვრელი“ პოდკასტის სტუმარი იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იყო კარიერა.
როგორც იგი ჰყვება პირდაპირ ადამიანი, რის გამოც ბევრჯერ დაჩაგრულა.
„ვარ ძალიან თავმოყვარე ადამიანი, არ შემიძლია თამაში ადამიანთან იმის გამო რომ მას შევუძვრე ეს არ ზის ჩემს ხასიათში და ამას ვერც ვერასოდეს ვისწავლი.
პირდაპირი ადამიანი ვარ, არ შემიძლია თამაში და ადამიანის გამოყენება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს მართალი ჯერ საკუთარ თავთან და მერე სხვასთან. არ შემიძლია ადამიანს გავუკეთო გამიზნულად ბოროტება და მერე დავწვე დავიძინო, ეს არ ზის ჩემ ხასიათში.
დღეს დრო ძალიან შეცვლილა და მატერიალისტური გახდა ყველაფერი და ყველაფერი ამაზე გადის. ყველა თითქოს საკუთარ თავზე ფიქრობს და საკუთარი თავის გადრჩენაზე. ბევრჯერ ჩავჩაგრულვარ იმის გამო რომ არ შემიძლია შეძრომები ადამიანებთან. ზედმეტად პირდაპირ ვარ და რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ“, - ჰყვება მომღერალი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს...“ - რა დააკარგვინა ნინი ბადურაშვილს ცნობადობამ?