Digest Logo

2026 წლის 4 მთავარი პერსონაჟი ზოდიაქოს ნიშანი - „აზროვნების, სტილის, ურთიერთობების, მიზნების გადატვირთვა“

1765282243
პოროსკოპიპოროსკოპი

გვერდზე „ბედის ვარსკვლავზე დაბადებული“ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2026 წელს 4 მთავარი პერსონაჟი ზოდიაქოს ნიშანი ეყოლება. 

ჩამონათვალშია: ვერძი, მერწყული, ლომი და ტყუპები

ვერძი

ცოტა ხნით უკვე იგრძენი, როგორი არის „მთავარი პერსონაჟის“ მდგომარეობა, როცა ორი გენერაციული პლანეტა - სატურნი და ნეპტუნი - მცირე ხნით შენი ნიშნისკენ გადმოვიდნენ.

2026-ში ისინი სრულად გადმოდიან ვერძში და თითქოს მთელი სამყაროს ყურადღება შენკენ მობრუნდება.

სატურნი, დისციპლინის პლანეტა, 2026 წლის თებერვალში ვერძში ბრუნდება,“ და ამ დროს იწყება შენი მთავარი პერსონაჟის მდგომარეობა.

ეს შენთვის კარმული გაკვეთილების დროა - დისციპლინის, გამძლეობისა და სწორად ფოკუსირების შესწავლის წელი.

ეს პროცესი სწრაფად არ ჩაივლის. სატურნი ვერძში 2028 წლამდე ზის, ასე რომ გაქვს დრო, რომ მისი გაკვეთილები ცხოვრებაში ღრმად დაიმკვიდრო.

მერწყული

შენ უკვე 2024 წლის ბოლოს გადაიქეცი მთავარ პერსონაჟად, როცა პლუტონკ პირველად შემოვიდა შენს ნიშანში და რადგან პლუტონის ერთ ნიშანში გადასასვლელად დაახლოებით 20 წელი სჭირდება, მისი ენერგია 2026-შიც შენს ირგვლივ რჩება.

პლუტონი გთხოვს, რომ გაუმკლავდე შიშებს, ჩრდილოვან მხარეებს, ცხოვრების სიღრმეებს, რათა საბოლოოდ გათავისუფლდე იმ ყველაფრისგან, რაც პროგრესს გიშლის - იქნება ეს შეგნებული თუ ქვეცნობიერი ბლოკი.

ლომი

2026 წელი შენი „ზურმუხტის წელი“ არის და ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ მთავარი პერსონაჟი ყველაზე სასურველი გზით.

ზურმუხტის წელი არის, როცა იუპიტერი, იღბლისა და გაფართოების პლანეტა, შენს ნიშანში შემოდის.
იუპიტერს „კურთხევები“, გაფართოება და სიბრძნე მოაქვს და გიხსნის კარს ახალი გამოცდილებებისკენ.

30 ივნისს 2026, იუპიტერი ოფიციალურად შემოდის ლომში - ეს არის შენი ნიშანი სამყაროსგან: „დაიწყე ახალი თავგადასავლები“

თუმცა, ივლისში სამხრეთის კვანძიც შედის ლომში, რაც ნიშნავს, რომ უნდა გაუშვა ყველაფერი, რაც გაკავებს, რომ იუპიტერის ყველა საჩუქარი სრულად გამოიყენო.

ტყუპები

შენი ზურმუხტის წელი 2026 წლის ივნისში სრულდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენი „მთავარი პერსონაჟის“ ეპოქა მთავრდება. აპრილიდან შენში ჩნდება ძლიერი იმპულსი:

„გათავისუფლდე ყველაფრისგან, რაც გაკავებს.“

ეს წელი შენთვისაა - აზროვნების, სტილის, ურთიერთობების, მიზნების გადატვირთვა.
სამყარო გიბიძგებს: გააკეთო ის ნაბიჯი, რაზედაც დიდი ხანია ფიქრობ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დროა, ყველაფერი მძიმე დაინგრეს: დაუშვი, გაუშვი, არ ებრძოლო... გონება ეძებს უსაფრთხოებას, სული კი ჭეშმარიტებას“ - რას წერს თეო ხაბულიანი

„12.12 ბოლო სარკისებური დღე - ქმედებები ორმაგ ძალას იღებს... ეს პორტალი იხსნება ერთხელ, გამოიყენე“ - ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

„მკითხეს, რამდენად ეფექტურია წმენდები კვერცხით, მარილით ან ცვილით - ჩემი პასუხია...“ - ეზოტერიკოსი რიტუალებსა და ენერგეტიკულ პრაქტიკებზე