Digest Logo

🎥 „ბოლო ერთი წელია, საჭმელი არ გამიკეთებია“ - როგორ ანებივრებს მეუღლე ნუკი კოშკელიშვილს

1769694343
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს მისი მეუღლე ბენი, როგორ ფუსფუსებს სამზარეულოში. ბენმა ცოლ-შვილს აჭარული ხაჭაპური, ლობიანი და ჩაშუშული მოუმზადა.

როგორც ნუკი წერს, ბოლო ერთი წელია თავად საჭმელი არ გაუკეთებია.

„ნუ არ ვიცი… ვის ჰყავს კიდევ ბენი ჩემისთანა?!

ბოლო ერთი წელია მე საჭმელი არ გამიკეთებია, რაც დავორსულდი ბენმა აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა და გვანებივრებს მე და ოვის.

პრინციპში, მაგის ბრალია რომ ზედმეტი 20!!!!! კგ მაქვს“, - წერს ნუკი და ვიდეოს აქვეყნებს. 

ცნობისთვის, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა.

ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ბერუკა და დადუ მშობლებთან ერთად - ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕ილია თოფურია სასახლეს, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა 3-მილიონ ევროდ ყიდის

⭕დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ შორენა ბეგაშვილი თბილისში დაბრუნდა - „დახვეწილი და გემოვნებიანი“