PR სპეციალისტმა ხატია შამუგიამ ყოფილი ქმრის „ქუჩის ბიჭების“ წევრზე, გურამ ლომიძეზე „რუსთავი 2“ - ის ეთერში ისაუბრა.
ისინი დიდი ხანია, განქორწინებულები არიან და გურამსაც და ხატიასაც უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს.
„ჩვენი ბოლო წვეთი, ყველამ იცის, რომ ღალატის თემაც იყო, მაგრამ ჩვენი პრობლემა ისიც იყო, რომ ძალიან პატარები ვიყავით და მეორეც, ძალიან გამჭვირვალე ოჯახი გვქონდა. იმ დროს გურამიკო იყო სუპერ სტარი, მის პოპულარობას ვერ გაუძლო ჩვენმა ურთიერთობამ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მეც „ცოტა“ ხალხი მიცნობდა. ბოლო წვეთი იყო გურამიკო პატარა ფლირტი, რომელიც არ ვაპატიე და დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი.
გურამიკოს დღესაც რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ ოჯახი მე დავანგრიე, მაგრამ იმაზეც ვთანხმდებით, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემთვის წითელი ზოლი ეჭვიანობაა. როცა მივხვდი, რომ კი ვაპატიე, მაგრამ სახლიდან რომ გადიოდა, ვეჭვიანობდი, არ გამოვხატავდი თავმოყვარეობის გამო, მაგრამ როცა ადამიანს არ ენდობი, ძალიან მძიმეა. ბავშვი იყო ორი წლის, დღეს 19 წლისაა და დღემდე ვერ ხვდება, რომ ჩვენ დაშორებულები ვართ. მამა-შვილს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ. ეს ჩემი დამსახურებაა. დედაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა, ასეთი რამ გააკეთაო, მაგრამ მე ვთქვი, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს მამა და გურამიკო ნამდვილად ძალიან კარგი მამაა“ - ამბობს ხატია შამუგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: