49 წლის ქართული იუმორის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ბესო ბერულაშვილი, უკვე წლებია ხალხის განწყობაზე ზრუნავს და პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის ახერხებს იყოს ყურადღების ცენტრში.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სახლში ხშირად მოწყენილია. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მესაიდუმლე ცოლია – მაიკო უგრეხელიძე და მის გვერდით თავს ბედნიერ კაცად გრძნობს.
⚪ ტარგედია
იუმორისტის ცხოვრება დიდ ტკივილს ატარებს, მას დედა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან რთულად გადაიტანა, როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეს ყველაზე დიდი დარტყმა ცხოვრებისგან.
- ბესო, როდის მიიღე ყველაზე დიდი დარტყმა ცხოვრებისგან, როცა მიხვდი, სამყარომ ზურგი გაქცია?
– რაც არ უნდა მძიმე წუთები მედგას ცხოვრებაში, ვხვდები, ღმერთი ზურგს არ მაქცევს. ერთხელ უწმინდესმა დამიძახა და გვერდით მიმისვა. დიდი ხანი მესაუბრა და მერე მივხვდი, მან ამ საუბრით დიდი ტკივილისთვის მომამზადა. ძალიან მალე დედა გარდამეცვალა და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. ამის მერე, მეტად მორწმუნე გავხდი. დედა რომ გარდამეცვალა, მივხვდი, გავიზარდე და წამში დავბერდი.
⚪ რატომ გადასცა მთავრობამ იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ბინა 1 ლარად.
იუმორისტ ბესო ბერულაშვილს საქართველოს მთავრობამ საჩუქრად ბინა გადასცა. მას ბინა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. საცხოვრებლის ფართობი 140 კვ. მეტრია. სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე ბესო ბერულაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.
– ბესო, საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავს და მათ შორის, სამთავრებო სტრუქტურებშიც. მართალია, რომ ბინა, სადაც ცხოვრობ, პრემიერმა გაჩუქა?
– ამ ბინაში უკვე შვიდი წელია, ვცხოვრობ ოჯახის რვა წევრთან ერთად და დაკანონებული არ მქონდა. შვიდი წელი ვეხვეწე მთავრობას ამ ბინის დაკანონებას. ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამდენიმე თვეა, დამიკანონა. ერთ ლარად დამიკანონა თუ ათას ლარად, რა სალაპარაკოა? ცნობილმა მსახიობებმა და კიდევ სხვებმა, რეკომენდაცია გამიწიეს და ბინა გადმოვიფორმე. დამიჯერებთ, რომ არც მანქანა, არც ბინა და არც აგარაკი არ გამაჩნია: ჩემს სახელზე მხოლოდ ეს ბინაა და ოთხადგილიანი სასაფლაო. სხვა, დედამიწაზე, არაფერი მაბადია. მიკვირს, რატომ გამოიწვია ამ ფაქტმა ასეთი აგრესია ზოგ-ზოგიერთებში. თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილთან ხშირად ვიყავი და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა იყო საჭირო, მაგრამ არ ვუთხარი. ზურა ჟვანიას გაუკეთებელი არაფერი იყო და ვერ ვუთხარი სამსახური მინდა-მეთქი. დედის ავადმყოფობაც ჩემი ძმაკაცისგან გაიგო და ერთი ამბავი დამაწია. მისი წყალობით, შვიდი წელი გაუხანგრძლივდა დედას სიცოცხლე. შვიდი წელი კიდევ მაჩუქა დედა და ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ზურა. არ დამავიწყდება, ოფისში მივაკითხე დათო ნარმანიას, ჩემი მეგობარია. გავიხედე, ხალხია შეკრებილი – იპოთეკარები და არის დიდი ჩოჩქოლი. ვკითხე ქალებს, რა ხდება-მეთქი და მიპასუხეს: რა და, აგერ გვაქვს გამზადებული ბოთლებით ბენზინი და თუ არ დაგვეხმარებიან, თავს დავიწვავთო. გამისკდა გული, ჩამოვჯექი და დავიწყე ხუმრობა. ისე გავართე, სულ დაავიწყდათ იპოთეკები – იხეოდნენ სიცილით. კარგად რომ ვიცინეთ, ისევ ვიკითხე: მოიცა, რაზე ხართ შეკრებილი-მეთქი? და რომ გამიმეორეს, მერე გამოვფხიზლდი რაჭველივით... მოიტა, მეც თქვენთან დავჯდები, ამის დედაც ვატირე-მეთქი (იცინის). არასდროს მიცხოვრია ფუფუნებაში. მართალია, ბევრი მეგობარი მყავს ყველა სფეროში და მათ შორის, პოლიტიკაშიც, მაგრამ ჩემ გამო არავინ შემიწუხებია.
⚪ ოჯახი
შენი ცოლი სადაურია და როგორ გამოგატანეს ასეთი ანგელოზივით გოგო მისმა მშობლებმა?
– ჩემი ცოლი უგრეხელიძეა, იმერელი. სულ ზარ-ზეიმით გამომატანეს, ემანდ, არ გადაიფიქროსო (იცინის). მაიკო ჩემი მეორე ცოლია და საკმაოდ ტკბილი და გემრიელი ოჯახი გვაქვს. ლამაზი კია, მაგრამ რომ არა ჩემი სილამაზე, პირველი იქნებოდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე
🔵როგორ „წაართვა“ სოფიკო ჭიაურელს როლი დედამ - ოჯახური ისტორიები
🔵 რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია