Digest Logo

„ბუნებრიობის დიდად მომხრე არ ვარ, მაგრამ არ მაქვს სურვილი, ვინმეს დავემსგავსო“ - რა აქვს გაკეთებული ნუკი კოშკელიშვილს, მოდელი ესთეტიკურ ჩარევებს ასახელებს

1753698460
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი „იუთუბის“ არხზე „კოტcast“-ში გულახდილად და უშუალოდ საუბრობს იმ ცვლილებებზე, რაც წლების განმავლობაში საკუთარ გარეგნობაში შეიტანა.

როგორც იგი ჰყვება, ეს ყველაფერი მისი არჩევანია და არ ერიდება ხმამაღლა თქვას, რაც სხვებისთვის ხშირად ტაბუდადებულ თემად რჩება.

„დავიწყოთ თავიდან, ობიექტური გენეტიკური ნაკლია და რა ვქნა?! არ მაქვს ჩემი თმა – დაგრძელებულია. ბოტოქსი მაქვს შუბლზე, ოღონდ ახლა გაწოვილია და ორსულობისას არ შეიძლება. სახის ერთ მხარეს ყველაფერი მაქვს გაკეთებული – ძაფი, ფილერი, ხოლო მეორე მხარეს – არაფერი. რა უცნაურია, ხომ?! იმიტომ, რომ მაქვს ასიმეტრია.“

ნუკი არ მალავს, რომ კბილებიც აქვს გასწორებული და ამაზე იუმორითაც საუბრობს:

„მივედი და ვუთხარი: „კაფელ-მეტლახი“ მინდა-მეთქი. ბუნებრიობის დიდად მომხრე არ ვარ. ცელულიტი კი ჩემი მოგონილია, რასაც ბევრი წელი ვებრძოდი, ბარძაყზე ძირითადად. მასაჟი, რევიტალიზაცია – რაც კი არსებობს, ყველაფერი გავაკეთე, სანამ დავიწყე ვარჯიში. იოგასაც ვაკეთებდი“.

როგორც ნუკი ამბობს, სირბილი მის ცხოვრებაში ქმრის გავლენით შემოვიდა, რითაც ცელულიტის დამარცხება შეძლო:

„ჩემი ქმარი იქ დარბის, რაც კულტურის ნაწილია. დავიწყე მეც სირბილი. ნიუ-იორკის მარათონში მაქვს მონაწილეობა მიღებული.“

მოდელი საკუთარი გამოცდილებით ახალ თაობას რჩევებსაც უზიარებს:

„ნაღვლის ბუშტი ამოვიჭერი 20 წლის ასაკში. გარდატეხის პერიოდში ვშიმშილობდი, ახლა ყველას დაბერილი აქვს ტუჩები, ფილერი, შმილერი, არ გააკეთოთ ეს გოგოებო! არ მაქვს სურვილი ვინმეს დავემსგავსო“

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: