Digest Logo

„ჩახუტებების დღე...“ - თიკა ფაცაცია სიმღერის პრემიერიდან თბილ ფოტოებს აქვეყნებს

1752319977
თიკა ფაცაცია

მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ხშირად ანებივრებს.

7 ივლისს, „კავეა სითი მოლში“ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა. სიმღერაზე სახელწოდებით „ბედნიერების მჯერა“ მომღერალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.

როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის.

არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.

ღონისძიების ამსახველი კადრები თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაავრცელა, სადაც სტუმრებს ეხუტება:

„ჩახუტებების დღე 07/07/2025 პრემიერა“, - წერს თიკა ფაცაცია ფოტოებზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლი პეისი და მეისი უილიამსი „პრაქტიკული მაგიის“ სიქველში ითამაშებენ

⭕ „მაგია გვაკავშირებს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ბალიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕თურქული მედია: ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, მაგრამ „სენტ-ეტიენთან“ სირთულეებმა მოლაპარაკება ჩაშალა