
ლი პეისი („ჰობიტი“) და მეისი უილიამსი („სამეფო კარის თამაშები“) ფილმში „პრაქტიკულ მაგიში 2“-ში ნიკოლ კიდმანსა და სანდრა ბულოკთან ერთად ითამაშებენ.
მსახიობთა შემადგენლობაში ასევე მოხვდნენ დაიან უისტი და სტოკარდ ჩენინგი, რომლებიც ფრენის და ჯეტის როლებს დაუბრუნდებიან. ჯოი კინგი კი სალის (სანდრა ბულოკის გმირი) ქალიშვილის როლს შეასრულებს.
1998 წელს გამოსული მისტიკური ფილმი „პრაქტიკული მაგია“ ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანზე იყო დაფუძნებული. კიდმანმა და ბალოკმა ალქაჯი დების როლები შეასრულეს. ფილმმა ცუდი შედეგი აჩვენა - 75 მილიონი დოლარის ბიუჯეტის ფონზე მისმა შემოსავალმა მხოლოდ 68 მილიონი შეადგინა, თუმცა დროთა განმავლობაში ჟანრის კლასიკად იქცა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მაგია გვაკავშირებს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ბალიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა
წყარო: imedinews.ge