პლატფორმის Spin Your Brain-ის დამფუძნებელი - ქალი, რომელმაც ბიზნესის მწვერვალები ადამიანური ცნობიერების კვლევად გარდაქმნა ნუცა კოღუაშვილია. იგი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო, რომელმაც ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
მან გადაცემაში საკუთარი ძმის, გოგა კოღუაშვილის ტრაგიკულ ისტორია გაიხსენა.
მისი თქმით, გოგას ალკოჰოლდამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ინციდენტი მოხდა, სმისგან თავს იკავებდა და მდგომარეობა უკეთესობისკენ ჰქონდა შეცვლილი.
„გოგას (ჩემ ძმას) ალკოჰოლდამოკიდებულება ჰქონდა და ბევრს სვამდა, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, კარგი პერიოდი ჰქონდა, აღარ სვამდა.
ჩემი ძმა ცხოვრობდა ჩემთან, ჩემს შვილებთან ერთად. ოთხი დღის განმავლობაში დამეკარგა და, როგორც აღმოჩნდა, დაულევია.
როცა მოვიდა, ვუთხარი: „ვერ გივლი და სჯობს, დედასთან დაბრუნდე“, და წავიდა დედაჩემთან.
ახალი წლის დღეები იყო. სახლში მივედი, გოგასთან ვსაუბრობდი, ურთიერთობაში პრობლემა ჰქონდა.
ვუთხარი: „კაი, გოგ, გაუძელი - ეს გადაწყვეტილება მან მიიღო და ან ახლა გაუძელი, ან ადექი და ფანჯრიდან გადახტი“.
ამოვედი სახლში. დილის 6 საათზე მაღვიძებენ - „გოგა ფანჯრიდან გადახტაო“,- ჰყვება ნუცა კოღუაშვილი.
ნუცას თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ მას ძლიერი დანაშაულის გრძნობა არ ტოვებდა და ეს ტვირთი წლების განმავლობაში გაჰყვა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 🔢👀 რა ციფრებს ხედავთ ფოტოზე - ნახეთ, ტესტი და შეამოწმეთ რამდენად გადაღლილია თქვენი თვალი