გადაცემა „შუადღემ“ ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერის მნიშვნელოვანი მომენტებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
როგორც იგი ჰყვება, მის რჩეულს კარლოტა ჰელენს, მის წარმატებულ კარიერაში დიდი როლი მიუძღვნის.
„კარლოტამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობის დღიდან ჩემს კარიერაში, თვითონაც ჩოგბურთს თამაშობს, სულ ერთად ვემზადებით ტურნირებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კარლოტამ მასწავლა, ისაა, რომ ჩოგბურთი არ არის მთავარი. მთავარია, რომ სიამოვნება მიიღო პატარა დეტალებით, მაგალითად, გასეირნებით, სასიამოვნო საუბრით“, - ჰყვება ნიკოლოზ ბასილაშვილი.
მან ასევე კარიერაზე ისაუბრა:
„კარიერაში იღბლიანი არასდროს ვყოფილვარ, მნიშვნელოვანი მატჩების თამაში სულ გამაყუჩებლებით მიწევდა. ახლა მყავს ფიზიოთერაპევტი, ჩემი მწვრთნელი კარლოტაა. ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა.
2026 წლისთვის ჩემი მიზანია, რომ ისევ 100-ეულში დავბრუნდე და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგო“, - ჰყვება ჩოგბურთელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა 70 წლის იუბილე - რა ფოტოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი