Digest Logo

„ჩემი პატარა რონი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ბავშვს სამი ქალი ვზრდით“ - მსახიობი ნინო მუმლაძე ქმარს დაშორდა

1769080195
ნინო მუმლაძე ქმარს დაშორდა

ცნობილი მსახიობი ნინო მუმლაძე მეუღლეს დაშორდა. ამის შესახებ იგი „პრაიმ ტაიმთან“ საუბრობს. ნინო მუმლაძე რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა, მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

„ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა, უსაყვარლესი რონი მყავს. ბავშვს ეს სახელი გუგამ (მამამ) დაარქვა, მას ისეთი სახელი უნდოდა, რაც არ ჰქვია ყველას, მე უფრო ქართულ სახელებზე ვფიქრობდი.

მე და გუგა დავშორდით და ბუნებრივია, როდესაც მამა არ არის ბავშვის ყოველდღიურ აღზრდაში ჩართული გიწევს, აკეთო ბევრი რამ და იყო დედაც და მამაც.

ბავშვს ვზრდით სამი ქალი - მე, დედაჩემი და დეიდაჩემი“, - ჰყვება მსახიობი, ნინო მუმლაძე.

ცნობისთვის, 2024 წლის 28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობდა, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება.