Digest Logo

„ჩემს ადგილზე ბევრი კაცი ცოლს მოკლე კაბით ცეკვას აუკრძალავდა...“ - ნიკა ლომიძე

1614776092
ნიკა ლომიძე და თეა გობეჯიშვილი

ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე ჟურნალ „სარკესთან“ მოცეკვავე თეა გობეჯიშვილთან მყარი ოჯახური ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად, მათ შორის გრძნობა ისეთივე მტკიცეა, როგორც შეუღლებისას იყო.

„რომ ამბობენ, ოჯახური ცხოვრება დროთა განმავლობაში ჩვევაში გადადის და სიყვარულთან საერთო არაფერი აქვსო, მე არ ვეთანხმები. ჩვენთან ყველაფერი ისევ ისეა, როგროც წლების წინ. ყველა საკითხს ცხოვრებაში ორივე საღად ვუდგებით…

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით პიროვნულადაც და პროფესიულადაც, თავიდანვე ვიცოდით, რასთან გვექნებოდა საქმე. ჩემს ადგილას ბევრი მამაკაცი გაჭედავდა, მოკლე კაბით ნუ ცეკვავ და საერთოდაც ნუ ცეკვავო. ამაზე არც მე მქონია რეაქცია და არც თეას დაუწუწუნია ჩემს სატელევიზიო ცხოვრებაზე. შეგუებულები ვართ იმ აზრს, რომ პრივე „გაგდებულები“ ვართ სახლიდან ჩვენი პროფესიების გამო“, - ამბობს ნიკა ლომიძე.