Digest Logo

„ჩემზე უარესად იცვამენ, ვერ ვხვდები ჩემ მიმართ აგრესიის მიზეზს“ - რას ჰყვება გიორგი მასხულია

1699347573
გიორგი მასხულია

მწერალთა კავშირის წევრი, ქართველი დიზაინერი, სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდის“ დამფუძნებელი გიორგი მასხულია რამდენიმე დღის წინ, საცხოვრებლად ბელგიაში, ბრიუსელში გადავიდა.

დიზაინერმა მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და აგრესიაზე, „თბილისელებთან“ ისაუბრა.

როგორც მასხულია აღნიშნავს, ვერ ხვდება რამ განაპირობა მის მიმართ დიდი დოზით აგრესიული განწყობა.

„ძალიან დიდი დოზით მოდის აგრესია ჩემ მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ერთი წლის წინ კლუბში თავს დამესხნენ. ბოლო პერიოდი, ხომ, საერთოდ, ძალიან დიდი დოზით ვიყავი აქცენტირებული ნეგატიური თვალსაზრისით. არ ვიცი, რატომ – ჩემზე უარესად იცვამენ, ჩემზე უარესად გამოდიან ქუჩაში და ვერ ვხვდები, რამ განაპირობა ჩემ მიმართ ასეთი აგრესია. მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. პირიქით, ვინც ჩემთან მეგობრობს ან ერთი დღით მაინც ჰქონია კომუნიკაცია, იცის როგორი პიროვნება ვარ და როგორ შემიძლია, ადამიანს გვერდით დავუდგე. შემიძლია, საკუთარი მტერიც კი დავაპურო. ბოროტებას არავის გავუკეთებ, მაგრამ თავსაც არავის დავუხრი. ჰოროსკოპით ლომი ვარ და ყველგან, სადაც მისასვლელია, რქებით მივდივარ. ისიც შურთ, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში მწერალთა კავშირის წევრი ვარ. არადა, უკვე თითქმის ხუთი წელია, რაც მწერალთა კავშირში მიმიღეს“, - ამბობს გიორგი მასხულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „მონეტას მეორე მხარეც აქვს, თი აღარ ახსენოთ ჩემთან, გთხოვთ“ - დათო გაფრინდაშვილი საზოგადოებას მიმართავს

🔵ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფონიჭალაში ავარიას ემსხვერპლა

🎥 „მადლობა, მიყვარხარ, სულ ეს იყო შენი გამოჩენა?“ - მეუღლის საჩუქარი თამო ვაშალომიძეს