Digest Logo

„ჩვენ ნიღბის ქვეშ ვმღერით ფონოგრამაზე და აგერ...“ - რა ვიდეოთი უპასუხა სტეფანეს კრიტიკას თიკა ჯამბურიამ?

1753793353
თიკა ჯამბურია

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა. მეგა შოუს გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული. ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მეგა შოუში მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.

სოციალურ ქსელში „ვინ ვინ არის“ ფინალს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა მომღერალ სტეფანე მღებრიშვილისგან, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა:

„ისე რა კარგი სახელი ჰქვია მაგ შოუ „ვინ ვინ არის“, ასე ზუსტად ვერც დაარქმევ.

არასოდეს მიყურებია და რაღაც ფრაგმენტებს იმდენი წერეთ, რომ ვუყურე. გარდა ყველაფრისა, ჩემთვის რთულია ყურება ფონოგრამაზე.

მილიონჯერ ჩაწერილი ქრინჯი სიმღერებით, დიდ კოსტიუმებში გამოწყობილები, როგორ ვერ სუნთქავენ და რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებენ.

ვინ ჩაძვრება მაგ კოსტიუმში, რა აზრი აქვს, მაინც თუ ფონოგრამაა. სახელს რომ დავუბრუნდეთ, ნამდვილად აკვდება მონაწილეებს“, - დაწერა სტეფანემ.

სტეფანეს სტატუსს შოუს ფინალისტმა, მომღერალმა თიკა ჯამბურიამ უპასუხა. მან სოცქსელში წლების წინ ერთ-ერთ შოუში სტეფანეს ნამღერი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:

„მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულის, მისი სიმღერების და შემოქმედებისადმი, რომელსაც პირადად გამოვხატავდი და არ ვმალავდი, მაინც ვერ ვითმენ და მეც ღიად ვუპასუხებ უკვე აწ თავზე .... ებს, ჩვენ ნიღბის ქვეშ ვმღერით ფონოგრამაზე და აგერ უნიღბოდ უარესადაც შეიძლება“, - წერს თიკა ჯამბურია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ოპერაციიდან რამდენიმე დღეში დამირეკეს და შემომთავაზეს მონაწილეობა“ - რას ჰყვება თიკა ჯამბურია რთულ პერიოდზე, როდესაც მის ცხოვრებაში „მედუზა“ გამოჩნდა

⭕„საუკეთესო წყვილი“ - თიკო ჩხეიძე ახალ კადრებს გვიზიარებს

„ის, რასაც სცენაზე თიკა ვერ ბედავდა, მედუზამ გაბედა“- თიკა ჯამბურია მეგა შოუში - „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე

⭕🌄🌊 მთა თუ ზღვა? - დიდი შვებულების დილემა! სად ვისვენებთ უკეთ და რატომ?