Digest Logo

დახვეწილი შავი კაბა და მარგალიტები: როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიებაზე

1791195564
ანუკი არეშიძეანუკი არეშიძე

„თბილისობა 2026-ის“ დასკვნით საზეიმო მიღებაზე, სადაც საპატიო თბილისელების დაჯილდოება გაიმართა, ყურადღების ცენტრში ტრადიციულად მოექცა დიზაინერი ანუკი არეშიძე.

ღონისძიებაზე ანუკი არეშიძემ ელეგანტური, კლასიკური და დახვეწილი სტილი აირჩია. მას ეცვა ელეგანტური შავი პიჯაკი-კაბა, რომელსაც შეუხამა პატარა თეთრი ჩანთა და შავი, დეკორატიული დეტალებით გაფორმებული ფეხსაცმელი. 

სტილის განსაკუთრებულ აქცენტს წარმოადგენდა აქსესუარები, მარგალიტის ყელსაბამი და ელეგანტური საყურეები მწვანე თვლითა და მარგალიტის დეტალით.

ამასთან დიზაინერმა არჩევანი გააკეთა სუფთა, სადა ვარცხნილობაზე და ნატურალურ, ბუნებრივ მაკიაჟზე, რაც მის იერსახეს კიდევ უფრო მეტ ელეგანტურობასა და დახვეწილობას სძენდა.

ღონისძიებაზე იგი მეუღლესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ნახეთ ფოტოები:

✕