ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ნიუ-იორკში გამართულ გრანდიოზულ ჩვენებაზე Gucci-ის მოდის სახლის ახალი ხედვა და მიმართულება წარადგინა.
ეს დიზაინერისთვის პირველი საკრუიზო (Cruise) კოლექციაა, რომელმაც პოდიუმზე სრულიად განსხვავებული, ექსპერიმენტული ესთეტიკა შექმნა და ბრენდის ტრადიციულ იდენტობას სრულიად ახალი, ემოციური ინტერპრეტაცია შესძინა.
შოუ, რომელიც თავისი მასშტაბებითა და კინემატოგრაფიული ეფექტებით გამოირჩეოდა, ნამდვილ ვარსკვლავთცვენად იქცა. პოდიუმზე დემნას ხელწერად ქცეული დრამატული, მინიმალისტური და უჩვეულო დეტალებით დატვირთული სამოსი ისეთმა მსოფლიო დონის მოდელებმა და ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან სინდი კროუფორდი, პერის ჰილტონი, ანოკ იაი, ქენდის სვეინპული, ემილი რატაკოვსკი და ალექს კონსანი.





