Digest Logo

„დღემდე მაქვს ეს კომპლექსი, განსაკუთრებით მამაკაცებთან ურთიერთობაში“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

1746208358
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების კითხვებსაც პერიოდულად პასუხობს. 

ამჯერად, იგი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი გამომწერის კითხვას პასუხობს, დაძლია თუ არა მიტოვებული ქალიშვილის კომპლექსი:

„მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ ამ თემაზე და 48 წლის ვარ დღემდე მაქვს ეს კომპლექსი განსაკუთრებით მამაკაცებთან ურთიერთობაში, ყველა მამაკაცს ვთხოვ იყოს მზრუნველი და პატარა გოგოსავით მექცეოდეს. სწორედ ეს არის უმამაოდ გაზრდილი გოგოს კომპლექსი, გინდა რომ ყველა პატარა გოგოსავით გექცეოდეს.

ვიმუშავე ამ თემაზე და ისე ძალიან აღარ მაქვს, თუმცა პირად ურთიერთობაში ხშირად ვაწყდები და ჩემ თავთან კითხვა რომ მიჩნდება ვიცი, რომ ეს სწორედ უმამაოდ გაზრდილი გოგოს კომპლექსია“, - ამბობს მაია ასათიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული - პედოფილიაში ბრალდებულის საქმის ახალი დეტალები

⭕„ძალიან გამახარა ყოველმა თქვენმა მოლოცვამ და თბილმა სიტყვებმა“ - ზუკა ხუციშვილი

🎥 „განსაკუთრებულად უყვარს დედიკო“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად გადაღებულ მხიარულ კადრებს აქვეყნებს