სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Astrologia.ge ოთხშაბათი დღის რიტუალის შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს:
„მერკურის პრაქტიკა: „აზრის სიცხადე“
რადგან ოთხშაბათია, მერკური დღეს გირჩევთ:
ჩამოწერეთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ზარი ან წერილი, რომელიც კვირის ბოლომდე უნდა განახორციელოთ.
თითოეული პუნქტის გვერდით მიაწერეთ ერთი სიტყვა, რომელიც გამოხატავს თქვენს მთავარ მიზანს ამ კომუნიკაციაში.
• რატომ მუშაობს: მერკური აფასებს სტრუქტურასა და კონკრეტულობას. როცა აზრებს ფურცელზე გადაიტანთ, სამყარო იწყებს „გზების გაწმენდას“, რათა თქვენი სიტყვები ადრესატამდე სწორად მივიდეს.
გისურვებთ ყველაზე პროდუქტიულ და საინტერესო ოთხშაბათს!
დაე, ძალა იყოს ჩვენთან“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იდეალურია დიეტის დაწყება“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით