ცნობილი წყვილი მომღერალი ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ „სხვანაირი დილის“ რუბრიკის მასპინძლები იყვნენ.
მათთან ერთად ინტერვიუში იყო ჩართული ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი - ნინი ქარსელაძე. მან დილის საკუთარი რუტინისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა:
„ჩემი დილა იწყება ძალიან ადრე, 10:00 საათზე და არ ვსაუზმობ 12:00 საათამდე. დილას ვიწყებ გადადუღებული წყლით და ლიმონით. 12:00 საათის შემდეგ ვიწყებ საუზმეს.
ძალიან მიყვარს საჭმელების მომზადება, ვთვლი, რომ ეს ბებიასგან გვერგო. მეც და ხათუნასაც ძალიან კარგი ხელი გვაქვს.
ხათუნა ადრე მკაცრი დედა იყო, მაგრამ ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, რომ სასაცილოა ალბათ ამაზე საუბარი.
ბოლო წლებში, როლები გავცვალეთ - მე ვარ ხათუნას დედა, ხათუნა კი ჩემი შვილი გახდა. მისი ავადმყოფობის შემდეგ ასე გადავანაწილეთ როლები“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.
ხათუნა ჟორდანიამ ინტერვიუში შვილის აღზრდის თემას შეეხო და როგორც თავად ჰყვება, ნინის მკაცრად გაზარდა.
მან ასევე ისაუბრა მძიმე სენზე, რომელიც უკვე დაამარცხა და მისი თქმით, ამაში ოჯახი ძალიან დაეხმარა.
„დედაჩემს ძალიან უყვარდა ოჯახური შეკრებები, რასაც მე ძალიან იშვიათად ვახერხებ.
როცა ნინიმ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად კლიპი გადაიღო ქუჩაში, რომ გავდიოდით ხალხი ეფერებოდა, ყველა გვაჩერებდა და ცნობდნენ. ვინაიდან მე მაშინ პატარა ვიყავი, ვიფიქრე ეს ცნობადობა თავში არ აუვარდეს ნინის, არ გაზარდოს გათამამებული ბავშვითქო და გამოსავალს ვპოულობდი სიმკაცრეში, დღეს კი ვფიქრობ, რომ ეს არასწორი საქციელი იყო.
ჩემი ავადმყოფობის დროს ოჯახმა მომცა ის ძალა, რამაც ფაქტობრივად, გამამარჯვებინა ამ სენზე“, - ამბობს იგი.
ინტერვიუში, მოგვიანებით ზურაც ჩაერთო, რომლის განმარტებით, ძლიერი ოჯახი მისთვის, ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს:
„ჩემთვის ოჯახი არის, ის რაც ახლა დღეს ნახა მაყურებელმა და კიდევ აკლია ანასტასია. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფოა და მე ამ თემას ასე ვუდგები“, - ამბობს ზურა ხაჩიძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: