
FX-ის საკულტო სერიალი „გაქცევა“ ერთგულ მაყურებელს ახალი მე-6 სეზონით დაუბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაცია თავად შოუს ვარსკვლავმა, დომინიკ პარსელმა დაადასტურა.
50 წლის მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა და ყველა ჭორს უპასუხა, რაც კი სერიალის ახალი სეზონის შესახებ გავრცელებულა.
„ჭორი N1, დიახ, მე დავბერდი, 50 წლის ვარ. ჭორი N2, მე მელოტი არ ვარ, თავზე უამრავი თმა მაქვს, უბრალოდ საზოგდაოება ითხოვს, რომ თავი გადავიპარსო. ჭორი N3 - იქნება სერიალის მე-6 სეზონი, დიახ იქნება…“, – წერს მსახიობი.
ინფორმაციისთვის, „გაქცევის“ პირველი სეზონი ეთერში 2005 წელს გავიდა და 2009 წლამდე გაგრძელდა. სერიალი ორი ძმის ამბავს გვიყვება. ლინკოლნ ბეროუზი სიკვდილმისჯილია მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ხოლო მისი ძმა, მაიკლ სკოფილდი, საინტერესო გეგმით ცდილობს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხიდან მის გაყვანას.