Digest Logo

„დიდი პატივია პრეზიდენტთან შეხვედრა“ - ილია თოფურია დონალდ ტრამპთან სტუმრობის კადრებს გვიზიარებს

1778142524
 ილია თოფურია

6 მაისს, ილია თოფურია, UFC-ის სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპს შეხვდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

შეხვედრიდან კადრებს ილია თოფურია სოციალურ ქსელში გვიზიარებს: 

„დიდი პატივია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა. გმადლობთ, რომ თქვენს სახლში გვიმასპინძლეთ.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა“. 

ცნობისთვის, ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.

29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.

ნახეთ, ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მე რომ ყველაზე ძალიან გიყვარვარ, ესეც ვუთხრათ ხალხს (ლელას მერე)“ - მაკა ზამბახიძის მილოცვა მამულიჩას

🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი  

🎥 „მოდი დავასრულოთ, ჩემთვის მართლა უსიამოვნოა მსგავსი ტიპის ინტერვიუ“ - რატომ გაღიზიანდა ნინო ჩხეიძე პოდკასტის ჩაწერის დროს