Digest Logo

„დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ“ - თაკო ჩხეიძე ასაკზე, კვების რაციონსა და ელჩის მეუღლეობაზე

1780915134
თაკო ჩხეიძე

მოდელი თაკო ჩხეიძე ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად ითვლება. იგი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად პასუხობს გამომწერების შეკითხვებს. ამჯერადაც მოდელმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ აქტუალურ თემებზე ისაუბრა და გამომწერებს პირადი გამოცდილება გაუზიარა.

ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, თუ როგორ ინარჩუნებს წონას და როგორია მისი დილის რუტინა, თაკო ჩხეიძემ უპასუხა, რომ მკაცრ შეზღუდვებს არ მიმართავს:

„სიმართლე გითხრათ, დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. ვცდილობ, დავაბალანსო კვების რაციონი. ძალიან მიყვარს სახლის საჭმელები. ბევრს ვმოძრაობ, ვცდილობ, კვირაში 3-4-ჯერ ვივარჯიშო, სულ ესაა. საშინლად არ მიყვარს აკრძალვები და, მადლობა ღმერთს, გენეტიკაც ხელს მიწყობს“, - აღნიშნავს მოდელი.

გამომწერები დაინტერესდნენ მისი ვიზუალითაც და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ტუჩები ბოტოქსით დაბერილი:

„ტუჩები ბოტოქსით არ იბერება. ჩემი ტუჩები არის ბუნებრივი, უბრალოდ სწორი მოვლა და სწორი მაკიაჟი - სულ ეს არის“.

კითხვაზე, როგორია ელჩის ცოლობა და რას ფიქრობს ასაკზე მოდელი პასუხობს:

„ელჩის პარტნიორობა, პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთმხარდაჭერას გულისხმობს“.

კითხვაზე, თუ რამდენი წლის არის, თაკო ჩხეიძემ უპასუხა, რომ ის 45 წლისაა და საკუთარ ასაკს არასდროს მალავს:

„მგონია, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი და თავისუფლება მოაქვს“, - განაცხადა მოდელმა.

ცნობისთვის, თაკო ჩხეიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურაა, რომლის კარიერაც საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ პროექტებს აერთიანებს. მოდელმა ოჯახი 1998 წელს, 17 წლის ასაკში, დიპლომატ რუსლან აბაშიძესთან ერთად შექმნა. მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე, ოჯახს წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია ცხოვრება. წყვილს სამი ვაჟი სერგი, სანდრო და დათუნა ჰყავს. თაკო ჩხეიძე ხშირად აღნიშნავს, რომ მრავალშვილიანობა და დიპლომატის მეუღლეობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, თუმცა ის კარიერისა და ოჯახური ცხოვრების ბალანსს წარმატებით ახერხებს.