Digest Logo

„ძალიან მიხარია ამ შესანიშნავი ამბის გაზიარება, ველოდები ჩემს პატარა საოცრებას...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

1743586185
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც მისი წამოზრდილი მუცელი ჩანს.

მომღერალმა დაწერა – „ძალიან მიხარია ამ შესანიშნავი ამბის გაზიარება – ველოდები ჩემს პატარა საოცრებას...“

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ნუცა საუბრობს ეს ყველაფერი 1-ელ აპრილის ხუმრობა იყო.  

„პირველი აპრილია... ბევრი გაგაცურეთ ჩემი ფეიქ ორსულობით. თქვენი რეაქციები შეუფასებელი იყო... გისურვებთ კარგ დღეს“, - ამბობს ნუცა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომლის ცხოვრებასაც 2025 წლის აპრილში რადიკალურად შეიცვლება

🎥 „სიახლეების მომტანი დღეა“ - 2 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ნიაკო ნოზაძე 9 წლის გახდა - პატარა ვარსკვლავმა დაბადების დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნა