„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მომღერალ გიორგი ძოწენიძეს ესტუმრა სახლში, სადაც იგი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.
„სახლში ყველაზე პირველი მე ვდგები, ვწესრიგდები, ვაწესრიგებ ბავშვებს და გავრბივართ საქმეებზე. ხშირ შემთხვევაში გიო სახლშია ხოლმე დილით, რადგან მისი დილა უფრო გვიან იწყება და გვიანობამდე გრძელდება, ჩემი სამუშაო დღე კი 5 საათზე სრულდება.
ვცდილობთ ბავშვები ერთმანეთთან დამეგობრდნენ, მათ შორის სხვაობა 3 წელია“, - ამბობს მია მაჩაბელი.
როგორც წყვილი ამბობს, მათი სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს დაიწყო და გაცნობიდან 8 თვეში ოჯახი შექმნეს.
„ერთი ნახვით სიყვარულის არასოდეს მჯეროდა, თუმცა გიორგისგან სხვანაირი სითბო ვიგრძენი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო ამის შემდეგ ეს სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენ კიდევ უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ოჯახი მყავს“, - ამბობს წყვილი.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: