მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდური ცხოვრებიდან.
მან ამჯერად გამომწერებს მეუღლის ბენის ახალი კადრები გაუზიარა, სადაც ჩანს რომ ბენიმ აჭარული ხაჭაპურის, ლობიანის და ჩაშუშულის შემდეგ, მეგრული კერძები - ქათამი ბაჟეში და ელარჯი მოამზადა.
„ეს ბიჭი გულში არის მეგრელი… ნუ მეგრელი თუ არა ქართველი 1000% 😂🫣 ასე ყოველ დღე გვიკეთებს სადილებს. ეს არაა ინსტაგრამისთვის ლამაზი ვიდეო, მართლა ერთი წელია საჭმელი არ გამიკეთებია… 🧿🧿🧿თვალი არ ვცეთ, ბენი ოქროსია“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ცნობისთვის, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა.
ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.
View this post on Instagram
⭕ასევე დაგაინტერესებთ: