
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მარიამ ელიეშვილი პირველი შვილის მოლოდინშია.
მარიამმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც მისი ორსულობის შესახებ შევიტყვეთ და რასაც უამრავი დადებითი კომენტარი და განსაკუთრებით თბილი გამოხმაურება მოჰყვა.
იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე და სიახლეებზე.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მთელ საქართველოს, ჩემს მსმენელებს, ჩემს თითოეულ გულშემატკივარს შორეული ამერიკიდან. დიდი მადლობა თქვენ ამ თემით დაინტერესებისთვის. ასევე, დიდი მადლობა ყველა ადამიანს თბილი სიტყვებისა და დალოცვისთვის, რომელსაც უანგაროდ იმეტებენ ჩემთვის ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მათ სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფოტო გამოვაქვეყნე ჩემს სოციალურ ქსელში, ეგრეთ წოდებულ, „სთორიზე“ და უამრავი ადამიანისგან მივიღე უდიდესი სითბო, სიყვარული და მოლოცვა მომავალ დედობასთან დაკავშირებით.
დიახ, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნო პერიოდია, რაც ყველა ქალის ცხოვრებაში გამორჩეულია. შვილის მოლოდინი საოცარი შეგრძნება ყოფილა. ალბათ, ყველა დედიკო გამიგებს. ეს შეგრძნება პირველად მაქვს, დედა პირველად ვხვდები და უფლის მადლიერი ვარ. ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის“, - ამბობს მომღერალი.
– როდის ელოდებით პატარას დაბადებას?
– უკვე ძალიან მალე. ჩემი ორსულობის მესამე ტრიმესტრია და ჩვენი პატარა მალე დაიბადება.
– მეუღლეს როგორ უთხარი ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ სქესის გაგების ცერემონიალიც მხოლოდ ჩვენთვის გაგვეკეთებინა, ანუ პირველებს ჩვენ გაგვეგო, გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი. წარუშლელია ეს ემოციები. განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, რაც სხვა წყვილს არ გამოუცდია. ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა და ახლა უდიდესი სიხარულით ველოდებით ჩვენს პატარას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: