
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
ამჯერად შორენა, ავსტრიაში ძვირად ღირებულ კურორტზე ისვენებს, სადაც გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს იტარებს.
„ეს ის ცნობილი სილამაზის ელექსირია, რომელსაც ისხამს მთელი ჰოლივუდი.. მერე ამბობენ, გალამაზდები ძალიანო“ , - ამბობს ბეგაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: