Digest Logo

„ეს იყო ჩემს ოჯახში ყველაზე დიდი ტრაგედია, დათოსთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ...“ - რას ჰყვება დათო ლიკლიკაძის დედა?

1739435743
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტის დათო ლიკლიკაძის დედა თამილა კლდიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ პოპულარული ვაჟის შესახებ ესაუბრება და შვილის შესახებ ისტორიებს იხსენებს. 

მისი თქმით, ძალიან კარგი შვილი ჰყავს და როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, ხშირად არის დათოს იუმორის მსხვერპლი.

„ყველა დედას ვუსურვებ ასე გამართლებას. ძალიან კარგი შვილი მყავს. მისი მეუღლე, სალი, საუკეთესო რძალია. ჩემი მესამე შვილიშვილი, ეველინი, უსაყვარლესი ბავშვია.

ჩემი მეუღლე 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს იყო ჩემს ოჯახში ყველაზე დიდი ტრაგედია, დათოსთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ, მას მერე ბევრი კარგი რამ მოხდა, მოიარა მთელი მსოფლიო, სიყვარულით შექმნა ოჯახი, ჰყავს უსაყვარლესი ქალიშვილი, მაგრამ დღემდე ვერ დაძლია მამის არყოფნით გამოწვეული ტკივილი. ალბათ, ვერც ვერასდროს დაძლევს. ასეა ჩემი მეორე შვილიც, ისიც ასე განიცდის მამის გარდაცვალებას“, - ამბობს დათო ლიკლიკაძის დედა. 

დათო თქვენს სიმკაცრეზე ხშირად იუმორით ჰყვება. მართლა ასეთი მკაცრი იყავით მის მიმართ?

„არა, აბსოლუტურად უტრირებს, სრულიად გამოგონილ ისტორიებს ჰყვება. არასდროს შეშინებია ჩემი. სულ სიცილ-კისკისში გავიარეთ დედაშვილობა. სულ ვეჩხუბები, რატომ გამოგყავარ ასეთი - მეთქი. ის კი ღიმილით მპასუხობს, ასე უფრო კარგი მოსაყოლიაო. მოკლედ, მისი იუმორის „მსხვერპლი“ ვარ“,- ამბობს თამილა კლდიაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕რატომ არ ბერდება ია ფარულავა? - მსახიობმა მისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა

⭕მსოფლიო ვალენტინობის მოლოდინშია - ვინ იყო ვალენტინი? მითები, რეალობა და ლეგენდები

🎥 ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეძლებს ფინანსური პრობლემების გადაჭრას და ვინ უნდა წარმოაჩინოს ძლიერი მხარეები? - 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან