ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ერთ-ერთ პოდკასტში ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ოჯახის“ ამჟამინდელი შემადგენლობიდან არცერთს არ მიიჩნევს საკუთარ მეგობრად.
წამყვანის კითხვაზე, ვინ იყო მისთვის ყველაზე ახლო მეგობარი გია ჯაჯანიძეს, ნანუკა გულუასა და სალომე შარვაძეს შორის, ხაზარაძემ უპასუხა:
„არცერთი. გულწრფელად გეუბნები, არცერთი არ არის ჩემი მეგობარი“.
ტელეწამყვანმა განსაკუთრებულად გაიხსენა „ჩვენი ოჯახის“ ძველი შემადგენლობა: საკუთარი თავი, გია ჯაჯანიძე, დიმა ობოლაძე და რუსკა მაყაშვილი, რომელსაც მათი პროდიუსერი All Star-ს უწოდებდა.
„ეს იყო ტოპ შემადგენლობა. ყველა ძალიან მიყვარხართ, ვინც დარჩით, ან ჩემთან ერთად იყავით, მაგრამ ამ ოთხეულს ვერცერთს შევადარებ“, - განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ 24 მაისს, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. მისი წასვლა გია ჯაჯანიძესთან დაკავშირებული სკანდალური ეპიზოდის შემდეგ მოჰყვა, თუმცა თავად ხაზარაძეს წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე საჯაროდ დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: