Digest Logo

🎥 „ეს ორი თითი მიკერებულია... 13 წლის ვიყავი, ეს ინციდენტი რომ მოხდა...“ - რას იხსენებს ბაია კუზანოვა

1791741912
ბაია კუზანოვა

პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და მისი შვილიშვილი ბაია კუზანოვა, რომელიც წინაპრების გზას აგრძელებს, „იმედის დღეში“ ჰყვებიან ინციდენტზე, რომლის შედეგადაც ბაიას ხელის თითები ფაქტობრივად მოწყდა და ცნობილმა ბაბუამ მიაკერა:

„14 ან 13 წლის ვიყავი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და მეზობელთან გადავედი, მეგობართან. ვიდექი მათ რკინის დიდ კართან, ოღონდ მეორე მხრიდან, და რაზეც მაგრდება კარი, იქ მქონდა ხელი. ჩემმა მეგობარმა ვერ დაინახა და ბოლომდე მოიხურა ის კარი.... მე არ დაველოდე, იმიტომ რომ შოკი მქოდა, და უცებ გამოვგლიჯე... დავიხედე და ძვლები დავინახე... მერე მახსოვს, ჩვენი ანესთეზიოლოგი როგორ მაძინებს, აი ის მომენტი, და მახსოვს შუქი ზემოდან...

რომ გავიღვიძე, მახსოვს ბებიაჩემს ივამ უთხრა, რომ ხელი უნდა ჰქონდეს მაღლა აწეულიო, რომ სისხლი სწორად წავიდესო, და 10 დღე თუ 2 კვირა ათენებდა ბებიაჩემი ღამეებს და მთელი ღამე ასე ეჭირა ხოლმე ჩემი ხელი...

ნინომ მითხრა, რომ ივა 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა... მამაჩემი ვერ შემოვიდა საოპერაციოშიო, ბიძაჩემი, ალეკო შემოვიდა“, - ამბობს ბაია კუზანოვი.

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის პიანისტის რჩეული, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია

⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

⭕11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება

✕