Digest Logo

🎥 „ეს ყველაფერი ახლა ცუდად მახსენდება და ვნანობ...“ და-ძმა კენჭიაშვილების მხიარული ინტერვიუ

1740465940
თათია და დათო კენჭიაშვილები

ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

მის სიმღერებს აქტიურად უსმენენ, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მისი ცხოვრებისეული ამბები.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი ეკრანზე გამოჩნდა.

ამჯერად დათო კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც თავის დასთან  ერთად სახალისო ინტერვიუს გვთავაზობს.

„და-ძმის მხიარული ინტერვიუ“, - წერს დათო კენჭიაშვილი.

თათია კენჭიაშვილი: რის გამო ვჩხუბობდით ბავშვობაში ყველაზე ხშირად?

დათო კენჭიაშვილი: ჩვენ ბევრი რამის გამო ვჩხუბობდით, მაგრამ ბავშვობაში მაძალებდნენ, რომ მემეღერა.

„ჩემთან სახლში ბევრი მეგობარი მოდიოდა და დათო სულ ცდილობდა ჩემ ოთახში შემოსულიყო და ჩემ სამეგობრო წრეშიც უნდოდა შემოსულიყო, მე არ ვუშვებდი არასოდეს, ამის გამო სულ გვქონდა ჩხუბი. ეს ახლა ძალიან ცუდად მახსენდება და ვნანობ, რომ არ გიშვებდი“, - ამბობს თათა კენჭიაშვილი.

დათო კენჭიაშვილი: პირველი სიტყვა რაც ვთქვი?

თათია კენჭიაშვილი: მე იმდენად პატარა ვიყავი გამიჭირდება ამ კითხვას ვუპასუხო, მაგრამ ალბათ იტყოდი ჩაქუჩს.

დათო კენჭიაშვილი: არა, პირველად ვთქვი, ნუ ხმაურობთქო.

დათო კენჭიაშვილი: რამდენი ცხოველი მყავდა სახლში?

თათია კენჭიაშვილი: დათო გამოირჩეოდა ცხოველების სიყვარულით, სახლში გვყავდა ძაღლებიც, კატებიც, მტრედებიც, კუც, თევზებიც.

როგორც ინტერვიუდან ჩანს, დათო კენჭიაშვილმა ვერ გამოიცნო დის შვილების დაბადების დღეები. 

„შენ, რომ შვილი გეყოლება, ზუსტად ასე დავიმახსოვრებ მეც მათ დაბადების დღეებს“, - ამბობს თათია კენჭიაშვილი. 

და-ძმამ ასევე ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრეს, გაიხსენეს ბავშვობა და სხვა მნიშვნელოვანი პერიოდი

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 5 ფერი, რომელიც გაზაფხულზე ყველაზე პოპულარული იქნება

„მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, დაფარულ ინფორმაციას აეხდება ფარდა“ - 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 პროფესიული სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი? - როგორ აირჩიოს აბიტურიენტმა სწავლის სწორი გზა?