ინფლუენსერი და დიზაინერი ევა ბარბაქაძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო. ევას საზოგადოება განსაკუთრებით ბავშვობიდან იცნობს - იგი მოდელისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც პატარა ასაკში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
გადაცემაში მან საკუთარ კულინარიულ ჩვევებზე, ბავშვობის მოგონებებსა და ახლად წამოწყებულ სამოსის ბრენდზე ისაუბრა.
ევა თქმით, მას მარტივი კერძების მომზადება უყვარს და სამზარეულოში საათობით დგომას გამოძახება ან სწრაფი საუზმის დამზადება ურჩევნია. მისი საყვარელი დილის რუტინა ავოკადოს ტოსტსა და ვარდის ფორმის ომლეტს უკავშირდება.
როგორც ინფლუენსერმა აღნიშნა, ბავშვობის გემოებთან ყველაზე მეტად მაკარონი და „ნუტელა“ ასოცირდება, რომელსაც უკვე წლებია, მიირთმევს.
გადაცემაში ევამ საკუთარ ბრენდზე Evelyn-ზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააარსა. იდეა მეგობრებთან საუბრისას გაჩნდა და პირველივე სატესტო მოდელებს მომხმარებლის მხრიდან დიდი გამოხმაურება და აღფრთოვანება მოჰყვა.
„ჩემი მიზანი იყო ისეთი სამოსის შექმნა, რომელიც ადამიანს ხასიათს გამოუსწორებს და თავს განსაკუთრებულად იგრძნობს. მინდოდა, ჩემი ხასიათი და ბჭყვიალა სტილი ამ ბრენდით გამომეხატა“, - აღნიშნა ევა ბარბაქაძემ.
გარდა ამისა, ევამ პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რვაწლიანი მეგობრობის შემდეგ შეყვარებულთან უკვე წელიწად-ნახევარია ურთიერთობაშია და პარტნიორში ყველაზე მეტად ზრუნვასა და ურთიერთგაგებას აფასებს.
„ჩემი შეყვარებულისგან მარტო ზრუნვასა და გათვალისწინებას ვგრძნობ. მართლაც ძალიან ძვირფასი ყოფილა, როდესაც მეგობრობიდან გადადიხარ ასეთ ურთიერთობაში. მთლიანად მიცნობს, როგორიც ვარ - ძალიან ღრმად. აი, მეც რომ არ ვიცი ჩემი თავი როგორია, ზუსტად ეგრე მიცნობს და ყველაფერი იცის: რა გამიხარდება, რა მესიამოვნება, როგორი სითბო უნდა გამოხატოს და ეგ არის ალბათ ყველაზე კარგი ურთიერთობაში, ყველაზე მეტად ეგ ამყარებს კავშირს“,- ამბობს ევა.





