Digest Logo

🎥 ფაქტობრივად ხათუნას გაზრდილი ვარ, ის ჩემს დედამთილად დარჩა - რას ჰყვება თიკა ჯამბურია

1696499083
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია, რადიო „ფორტუნასთან“ რუბრიკაში „ვარსკვლავური დუეტი“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

როგორც თიკა ამბობს, მას ყოფილ დედამთილთან და მეუღლესთან, ისევ ახლო ურთიერთობა აქვს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მე მინდოდა, 30 წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ვარ დიდი, სიამოვნებით მივიღე ეს ასაკი. ჩემ თავს  პირობა მივეცი, რომ 30 წლის ასაკში ვიქნებოდი ისეთი თიკა, როგორზეც ვოცნებობდი. შინაგანად ვარ ძალიან მშვიდად. ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი ჩემს ცხოვრებაზე, ვფიქრობდი, რომ თუ ბედნიერი ხარ ხალხმა უნდა იცოდეს, არ უნდა დამალო, რადგან მაინც ყველა გაიგებს. მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ როცა საჯარო ადამიანი ხარ, რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ ნაკლებად გავნებთ. დავიღალე ჩემი პირადი ცხოვრების განხილვით. ხათუნა ჩემს დედამთილად დარჩა, ყოფილ დედამთილს არ ვეძახი, უკვირთ როგორ შეიძლება ყოფილ დედამთილთან გქონდეს ურთიერთობა, ფაქტობრივად ხათუნას გაზრდილი ვარ, ბევრი შორდება ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ გვყავს ნინა, რომელიც გვაახლოებს ერთმანეთს. 

როგორც მეგობრები ისე ვჭორაობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს, იცის ჩემი ახალი ურთიერთობების შესახებ, აქვს ამის მიმღებლობა. ნინას უქმნის ყველაზე დიდ კომფორტს, ბავშვი არასდროსაა დაძაბული. მე და ბექას მშვიდი ურთიერთობა გვაქვს, ხათუნამ დაალაგა ეს ყველაფერი“, -  - ამბობს თიკა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რამდენი სამახსოვრო რამ დამიტოვე შენი ხელით შექმნილი“ - გოჩა კახობერაშვილი გარდაიცვალა

1 თვეში სარფში მებაჟე ოფიცრებმა 32 680 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს