Digest Logo

🎥 ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო ბათუმში ჩაფრინდა - რა კადრები ვრცელდება ზღვისპირა ქალაქიდან?

1793779412
რონალდინიო ბათუმში

ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო საქართველოში, ზღვისპირა ბათუმში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

„ლეგენდა! რონალდინიო საქართველოში, ბათუმში ჩავიდა“,  - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ლეგენდარული ფეხბურთელის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი. 

ცოტა რამ რონალდინიოს შესახებ: 

რონალდინიო (სრული სახელი - რონალდუ დე ასის მორეირა) ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და სანახაობრივ მოთამაშედ ითვლება. ტექნიკა, დრიბლინგი, მოულოდნელი პასები, თავისუფალი დარტყმები და მოედანზე განსაკუთრებული კრეატიულობა, სწორედ ამ თვისებებმა აქცია ის მილიონობით გულშემატკივრის კერპად.

რონალდინიო 1980 წლის 21 მარტს ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში დაიბადა. პროფესიული კარიერა „გრემიოში“ დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება ევროპაში გადასვლის შემდეგ მოიპოვა.

კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი „ბარსელონას“ უკავშირდება. კატალონიურ კლუბში 2003-2008 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად იქცა. მისი ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, 2006 წელს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

რონალდინიოს ინდივიდუალური მიღწევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2005 წელს „ოქროს ბურთის“ მოგება და 2004-2005 წლებში FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელება.

2018 წლის იანვარში რონალდინიოს ძმამ და აგენტმა, რობერტო ასისმა, ფეხბურთელის პროფესიული კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა. მისი ბოლო პროფესიული კლუბი ბრაზილიური „ფლუმინენსე“ იყო, სადაც 2015 წელს თამაშობდა.

რონალდინიო მხოლოდ ტიტულებითა და გოლებით არ დაამახსოვრდა ფეხბურთის ისტორიას — ის იყო მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთს სანახაობრივი, თავისუფალი და შემოქმედებითი სტილი შესძინა. მისი ღიმილი და თამაშის მანერა დღემდე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ რჩება.

View this post on Instagram
 
A post shared by Teimuraz Khasia (@discoveryourbatumi)

View this post on Instagram
 
A post shared by Teimuraz Khasia (@discoveryourbatumi)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“ - სოცქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია

🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

⭕„ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა“ - 4 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕