Digest Logo

„გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა და გამონაცვალ ტანსაცმელში გავიზარდე...“ - რას ჰყვება მარიკა ბაკურაძე

1755976368
მარიკა ბაკურაძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს. 

ერთ-ერთი თემა ბავშვობის პერიოდი და ფულის ქონა-არქონაა, გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:

– საერთოდ, რამდენად განსაზღვრავს ფულის ქონა-არქონა შენს ემოციურ მდგომარეობას?

– მე ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ. პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა. 90-იან წლებში სახლიდან „ბანკებს“ ვაბარებდი, რომ ერთი ცალი პატარა წვენი მეყიდა. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო და მოსწავლე რომ ბამბანერკას მოუტანდა, შეჭმის შემდეგ კოლოფს მაცივარში ვინახავდი, რომ მისი სურნელი დიდხანს შემეგრძნო. გამონაცვალ ტანსაცმელში გავიზარდე. ალბათ, აქედან გამომდინარეც ჩამომიყალიბდა ასეთი ხასიათი. მაგრამ ამის გამო ცხოვრების ხალისი არ დამიკარგავს.

ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი განწყობა ფულის ქონა-არქონაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გაჭირვება არ მიკვირს, მახსოვს ერთხელ მთელმა სადარბაზომ ავაგროვეთ ფული ერთი საზამთროსთვის და მე იმ საზამთროზე გემრიელი არაფერი მიჭამია. მგონი, ისეთი ბედნიერი, როგორც მისი ჭამისას, არასდროს ვყოფილვარ. დღეს ასეთი სიხარული შეიძლება, ვეღარ ვიგრძნო, არადა ბევრი რამის ყიდვა ძალიან მარტივად შემიძლია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 თაკო ჩორგოლაშვილის ახალმა კადრებმა გამომწერები მოხიბლა

⭕„მზეც მიყვარს და მზესუმზირაც“ - ლიკა კვარაცხელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ნორმალურად ტიკ-ტოკს არ გაღებინებენ...“ - ნუკი კოშკელიშვილი მხიარულ კადრებს აქვეყნებს