Digest Logo

🎥 „გამარჯობა, მე ილია მქვია“ - ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებული შვილის კადრებს პირველად აქვეყნებს

1728554892
ქეთი ხატიაშვილი

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები  ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილის კადრებს სოციალურ ქსელში პირველად აქვეყნებს, რომელსაც უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:

„გამარჯობა, მე ილია მქვია“, - წერს ქეთი ხატიაშვილი ვიდეოს აღწერაში.

ქეთი, ცოტა ხნის წინ გადაცემაში „დღის პოსტი“ იყო სტუმრად, სადაც დედობის სირთულეებსა და პოსტსამშობიარო კრიზისზე ისაუბრა.

„ბავშვი რომ გავაჩინე, ჯობდა არავინ შემოსულიყო ოთახში. არ მკითხულობდნენ ძალიან ვბრაზდებოდი და ვტიროდი, არავის გიყვარვართ, არ გახსოვართ, მომიკითხავდნენ და ორმაგად ვჩხუბობდი ახლა რატომ  მკითხულობთ, ვერ ხედავთ ბავშვს სძინავს და გაღიზიანებული ვარ-მეთქი.

ეს იყო კრიტიკული სამი კვირა, ძალიან დამეხმარა სამსახური. ისე იყო დაგეგმილი ჩვენი დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომ ორ კვირაში მომიწია გასვლა სამსახურში, თორემ დავცოფავდი ყველას.

ანასტასია მიგებდა ყველაზე მეტად, სიცილით ვიხსენებთ ახლა, რომ სულ ხუმრობაში გადაჰქონდათ ყველაფერი.

ბავშვი ძალიან კუნთიანია, ხანდახან მოფერებით ლაშა ტალახაძეს ვეძახით“, - აღნიშნა მან.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ketevan Khatiashvili (@ketevan_khatiashvili)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კიდევ ერთი ოცნება აუსრულდა დათის… “ – რა საჩუქარი მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა დათი ქოქრაშვილმა

🎥 „ადამიანები თქვენ ირგვლივ შეიცვლებიან და ერთი მეორეს ჩაანაცვლებს“ - 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ჯორჯ ბალდოკმა ბოლოს საქართველოსთან გამართულ მატჩში ითამაშა