Digest Logo

„გამოღვიძება არ ნიშნავს ვინმეზე მაღლა დგომას, ეს არის წერტილი, სადაც შედარება წყდება“ - ლევან მათითაშვილი

1790166814
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანების „ცნობიერის გაღვიძების“ მნიშვნელობაზე საუბრობს:

„გამოღვიძების ყველაზე რთული ეტაპი არის, როდესაც იწყებ დანახვას თუ როგორ თამაშობენ ადამიანები, დაინახავ სიყალბეს ღიმილების უკან, მანიპულაციებს, ფარულ მოტივაციებს, ტყუილებს, რომელსაც ხალხი სიმართლით ასაღებს.

მაგრამ ყველაზე რთული არის, როდესაც საკუთარ თავზე იწყებ სიმართლის დანახვას - საკუთარი შიშების, კომპლექსების, ეგოს პროგრამების, რომელიც ღრმა ბავშვობიდან გადევს...

და როდესაც იწყებ სამყაროს ცოტათი სიღრმეში ყურებას, ყველა თავს გესხმის, დაგიწყებენ დარწმუნებას, რომ შენ არ ხარ მართალი, რომ ძალიან ბევრს ფიქრობ, რომ ყველაფერს ართულებ, გეტყვიან, რომ ისე იცხოვრო როგორც ყველა ცხოვრობს, მაგრამ მაგასაც რომ გააცნობიერებ, რომ ესეც პროგრამა არის, შენ აღარასდროს აღარ იქნები ძველებური.

არც არის საჭირო ამაზე ყველასთან ისაუბრო, რადგან გიჟების სიაში ჩაგწერენ.

არც არის საჭირო არავისთვის არაფრის დამტკიცება, გამოღვიძება არ არის ის, რომ ვინმეზე მაღლა იდგე, გამოღვიძება არის, რომ აღარ გჭირდება არავის შეედარო“,- წერს ლევან მათითაშვილი.