ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები უკვე წლებია საქართველოს სახეა და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია - ცეკვის ლეგენდარული ანსამბლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კი ნინო სუხიშვილია.
მის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი გავრცელებულა, დღეს „დაიჯესტი“ სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.
ბიოგრაფია.
ნინო სუხიშვილი 1964 15 ნოემბერს დაიბადა, ის პროფესიით მოცეკვავე, მხატვარი, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკია.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.
1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000წწ. იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები"; მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი.
ოჯახი
ლეგენდარული ანსამბლის მმართველის ნინო სუხიშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო, რომელიც მიმდინარე წელს, ავარიის შედეგად გარდაიცვალა, ის ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდიდან გადავარდა.
ის წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც კარგად აწყობილი ბიზნესი ჰქონდა და ამ ქვეყნის მოქალაქეც იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელი ვერცხლისფერი ორაგულის მოშენებას მიჰყო და ეს საქმე წარმატებულ ბიზნესად აქცია.
ნინო და ზურა ერთმანეთს ბაშვობიდან იცნობდნენ, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი.
„მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან...
შვილი ჯანმრთელობის გამო ვერ გავაჩინე. მე ისეთი თვისება მაქვს ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამის, არამედ რაც კი პრობლემა მქონია ცხოვრებაში, მათი მიღება და მათთან ერთად ცხოვრება ვისწავლე, არ აქვს მნიშვნელობა, დანაკლისი იქნებოდა, თუ ჯანმრთელობა, უნდა მიიღო ეს მოცემულობა, ვერაფერს ცვლი...", - ამბობდა ნინო სუხიშვილი.
გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ნინო სუხიშვილზე იყო შეყვარებული და მას ყოველდღე ყვავილებს ისე უგზავნიდა, რომ ნინომ არ იცოდა, ვისგან იღებდა საჩუქარს…
ნინო სუხიშვილზე ის მანამდე იყო შეყვარებული, სანამ მომავალ მეუღლეს გაიცნობდა.
„ეს იყო ნინო სუხიშვილი, ნიანუ… მას ყოველდღე ყვავილებს ვუგზავნიდი. მან არ იცოდა, რომ ეს მე ვიყავი. მე ვიყავი შეყვარებული. მეგობრებს ვატანდი და ვთხოვდი, ცუდად ჩაიცვით, ვითომ ყვავილების მიმტანები ხართ-მეთქი. ერთ დღეს გაბრაზდა და იკითხა, ვინ მიგზავნის ამ ყვავილებსო. დიდ ნინო რამიშვილს უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ადამიანს უყვარხარ და გიგზავნის ყვავილებსო…“
2021 წელს წყნეთში ნინოს სახლი გაქურდეს.
დაათვალიერეთ ნინო სუხიშვილის წყნეთის აგარაკი, რომელიც ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს ეკუთვნოდათ:
რამდენიმე დღის წინ სუხიშვილების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რეპეტიციის კადრები გავრცელდა, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავდა, ამ ვიდეოს გამო ნინოს უამრავი კრიტიკოსი და მხარდამჭერი გამოუჩნდა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: