Digest Logo

🎥 გია მურღულია: „როდესაც ასეთი ადამიანები მიდიან, ყოველთვის დგება კითხვა, თუ რა იქნება ახლა, ისევ დავესესხები მის უწმინდესობას – ყველაფერი კარგად იქნება“

1773911392
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საქართველოს პატრიარქზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და საზოგადოების მეხსიერებაში სამუდამოდ რჩებიან.

„მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ეს ძალიან დიდი და აუნაზღაურებელი დანაკარგი - ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან, ან, კიდევ უფრო მეტი დრო არის საჭირო მათი დაბადებისთვის.

საქართველოში ახლა ძალიან მძიმე, გლოვის დღეებია, თუმცა, ამავე დროს, ეს არის უნათლესი დღეებიც იმის განცდით და გააზრებით, თუ ვინ დავკარგეთ. ჩვენ მადლიერებით უნდა ავივსოთ იმ ემოციებით, რაც მან დაგვიტოვა. ასეთი ადამიანები სიცოცხლეს არ ამთავრებენ, ისინი რჩებიან. ეს ადამიანი ბიბლიური ხედვის კაცი იყო“, - ამბობს გია მურღულია.

მან ასევე გაიხსენა პატრიარქთან შეხვედრა, რაც 2005 წელს შედგა. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას…“ - ნანუკა გულუა

⭕„აიღეთ წითელი სანთელი, დაანთეთ და წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი....“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

⭕საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს - განრიგი დეტალურად