Digest Logo

„გიენებთან მებრძოლი ლომი“ - ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს გამორჩეული სიმამაცე გამოიჩინა

1794468070
ს საბა ლაზიშვილი,

„გიენებთან მებრძოლი ლომი“ - ასე მოიხსენიებენ სოციალურ ქსელებში 21 წლის საბა ლაზიშვილს, რომელმაც ბოლო რამდენიმე საათში სოციალური ქსელები დაიპყრო. ეს მას შემდეგ, რაც აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს, თავდამსხმელებს უშიშრად შეერკინა.

სპორტსმენის ახლობელი საბას შესახებ წერს. საბა ამჟამად ამერიკაში, მერაბის ქართულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

„საბა თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, ამჟამად ამერიკაში, მერაბის ქართულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. სამწუხაროდ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ორი წელი სპორტისგან შეისვენა, თუმცა ტრავმები მოიშუშა და აქტიურ ვარჯიშებს დაუბრუნდა“.

საბა MMA-ში გადასვლაზე დიდი ხანია ფიქრობს, ამაში მისი ძმა, ასევე UFC-ს ყოფილი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი ეხმარება. როგორც ზვიადი ამბობს, საბას ასეთი ხასიათი ბავშვობიდან ჰქონდა, რაც MMA-ს მებრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

„ტექნიკა და დარტყმის ძალა, რომ აქვს ფაქტია და დაამტკიცა! ერთ-ერთი ვისაც ერთი დარტყმით ნოკდაუნში უშვებს ტაგირ ულანბეკოვია (17-3)! UFC-ს ფლაივეითის Top15-ის წევრი და ხაბიბის გუნდელი. მეორე მაღალი ტიპი, რომელსაც საბა მისდევს, ის კოჭლობით გაურბის და მერე ფეხში შესვლით აყირავებს, PFL-ის დაუმარცხებელი პროსპექტი და UAE Warriors-ის ჩემპიონი, დაუმარცხებელი (11-0) ამრუ მაგომედოვია. მოკლედ დაიმახსოვრეთ ეს სახელი! საბა ლაზიშვილი! ეს ბიჭი დიდ სიტყვას იტყვის“-, წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის

🎥 „დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ - ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

✕