კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია.
გიორგიმ მოდელ, უმშვენიერეს ელენე ეპიტაშვილზე იქორწინა. 22 ნოემბერს წყვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს.
ელენეს დღეს 14 ნოემბერს დაბადების დღე აქვს. გიორგი მამარდაშვილმა კი მეუღლეს იუბილე სოციალურ ქსელში თბილი სიტყვებით მიულოცა. ასევე ნინიკო მამარდაშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც წყვილი ერთმანეთს დისტანციურად ესაუბრება.
„გილოცავ დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულო“, - წერს გიორგი მამარდაშვილი ფოტოზე.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება, რადგან 15 ნოემბერს ეროვნული ნაკრები ესპანეთს, „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 საათზე დაიწყება. სწორედ ამ მოსამზადებელი პერიოდის გამო, გიორგი მამარდაშვილმა მეუღლეს პირადად დაბადების დღე ვერ მიულოცა.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕14 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით