Digest Logo

„გიორგის გემოვნებას მოვერგე და იმიტომაც გავიკეთე მკერდის გადიდების ოპერაცია“ - მარი ნაკანი

1773404932
მარი ნაკანი

როგორც ცნობილია, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან.

მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს.

ფოტოგრაფი ამ თემის შესახებ კომენტარს ერთ-ერთ გადაცემასთან აკეთებს და ყოფილი მეუღლის შესახებ საუბრობს. 

„სტაციონარში რომ ვიწექი „დამადო“ და ამიკრძალა წამლების დალევა... 

მარი არასდროს არ არის საკმარისად კარგი რაღაცაში. თუ რაღაც ისე არ გადავიღე, იქაც კრიტიკაა... 

თითქოს, გიორგის გემოვნებას მოვერგე და იმიტომაც გავიკეთე მკერდის გადიდების ოპერაცია. რომ გამოვედი სტაციონარიდან, სახლში არაფერი მისი ნივთი არ დამხვდა, წაღებული ჰქონდა ყველაფერი ისე, რომ არც მელაპარაკა“,  - ჰყვება მარი ნაკანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კომედის“ ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების კეთება მას შემდეგ, რაც...“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

🎥 ნახეთ, როგორ ამხნევებს პატარა ანნა სულაბერიძე დედას გადაცემის ჩაწერის დროს

⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი