12 თებერვალი ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდის, მუსიკოს გიული ჩოხელის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.
საქართველოს დამსახურებულ არტისტს და თბილისის საპატიო მოქალაქეს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ტალინის ფესტივალის ლაურეატის წოდება და სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.
1967 წელს გიული ჩოხელი სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, „გრანპრის“ მფლობელი გახდა და ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შევიდა.
2015 წლის 28 მარტს თბილისის ივენთ-ჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2019 წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პირველი ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ქალი, საუკუნის პერსონად დასახელდა.
„ჯაზი საერთოდ აკრძალული იყო ქვეყანაში და ჩვენ, ასე ვთქვათ, ადამიანებადაც არ მივაჩნდით. რას მღერიანო? - კითხულობდნენ.პირველად ჯაზი რომ მოვისმინე (დედამ მომასმენინა), 14 წლის ვიყავი. დედა არათუ კარგად მღეროდა, საქსოფონზეც უკრავდა და ჯაზსაც ბრწყინვალედ ასრულებდა. ამ მუსიკამ გამაგიჟა. თუმცა, ქართული მუსიკაც მიყვარს. ჰოდა, როდესაც ჯაზის შესრულება დავიწყე, ისე ჩაილექა ჩემს ორგანიზმში, ჩემს გულში, სულში, რომ ეს ელემენტები ქართულ საესტრადო სიმღერაშიც შემოვიტანე. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა: კომპოზიტორების ქართულ საესტრადო სიმღერებში ვიბრაციით, ხმის ტემბრით, ტექსტის მიწოდებით კარგად ჩანს, რომ ჯაზს ვასრულებ. დ
იდ ყურადღებას ვაქცევ ლექსის დრამატურგიას. იოლი არ არის, მსმენელამდე მიიტანო - რა გინდა და რატომ მღერი. ეს ხომ მარტო საცეკვაო მუსიკა არ არის? სულისა და გულის მონოლოგია! დღეს ვუსმენ ძალიან ბევრ მომღერალს და ისინი სრულიად სხვაგვარად მღერიან. ნიჭიერები არიან, მაგრამ სიტყვასთან კავშირი არ აქვთ. ვერ ვიგებ, რას ამბობენ“, - ამბობს გიული ჩოხელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მუხლები მიკანკალებდა იმდენად მეშინოდა, მაგრამ გავბედე...“ - რას ჰყვება თათა გიორგობიანი?