დიზაინერი, მოდელი და ინფლუენსერი ანუკი არეშიძე 1-ელ ივლისს იუბილარი იყო – იგი 37 წლის გახდა.
ანუკი არეშიძემ დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნა.
წვეულებაზე უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა. დიზაინერმა მრავალსართულიანი ტორტის, დახვეწილი დეკორაციებისა და ულამაზესი გარემოს ფონზე, ღია ვარდისფერი მბზინავი კაბა მოირგო.
ცნობისთვის, ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი - Anouki შექმნა, ბრენდს ევროპაში კარგად იცნობენ. დიზაინერი, ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებს და კოსმეტიკას ქმნის.
ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს, მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს.
ნახეთ ფოტოები 👇






⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ძალიან არ მინდა კოკა გაგიტყდეს და ცხოვრება შეგეცვალოს, ჯერჯერობით შენი გულშემატკივარი ვარ“ - ვის მიმართავს გია ჯაჯანიძე
🎥 „დღის საუკეთესო დოპინგი“- თამუნა ამონაშვილი ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
⭕იუპიტერი ლომში, ახალი შესაძლებლობების ციკლი უკვე დაიწყო: ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება