თბილისის ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავს ავრცელებს და წერს, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა. ექიმი განმარტავს, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა. ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.
აღნიშნულ ინფორმაციას მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დამეხმარებით რომ ბავშვი ვიშვილო? გთხოვთ, დამაკავშირეთ ვისაც ეს ეხება. დიდი მადლობა“, - წერს ნინი შერმადინი.
ამავე თემაზე: