Digest Logo

„გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!“ - ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

1751526364
ლიზა ჩიჩუა

ცნობილი ოჯახის შვილი და ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას მეუღლე ლიზა ჩიჩუა, რომელიც ორი შვილის დედაა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„არ ვარ, მეგობრებო, ფეხმძიმედ. ასეთი კაბაა… გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას“, – წერს ჩიჩუა Instagram-ზე, სადაც ფოტოსთან ერთად ეს განმარტება დაურთო.

მისი კომენტარი სავარაუდოდ ერთ-ერთ სურათს მოჰყვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში მისი ორსულობის შესახებ ეჭვები გამოიწვია. ლიზა ჩიჩუა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ჭორების გავრცელებისგან. 

ირაკლი მაქაცარია საზოგადოებამ ჯერ კიდევ რეალითი შოუდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და სხვა სატელევიზიო პროექტებიდან გაიცნო. ლიზა ჩიჩუა კი პროფესიით მომღერალია, ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს პროექტში „მიმღერე“, სადაც დედასთან, ენდოკრინოლოგ, ქეთი ასათიანთან ერთად მონაწილეობს. წყვილის ქორწილი 2023 წლის ზაფხულში გაიმართა.

ლიზა და ირაკლი ხშირად მოგზაურობენ, იზიარებენ საერთო ღირებულებებს და აქტიურად მონაწილეობენ კულტურულ, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ღონისძიებებში. ულამაზეს წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავთ, ვაჟი გიორგი და ქალიშვილი ნინა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!

⭕🎥 კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან