
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.
გჯეროდეთ საკუთარი თავის - თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.
ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
ძვირფასო აბიტურიენებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ცნობისთვის, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ წვიმა და დაბალი ტემპერატურა - ამინდი უარესდება